weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

სასამართლოში დროზე მომიყვანეთ ხოლმე და ყველა გამოცხადდეს დროზე – სააკაშვილი 

14:34 ხუთშაბათი, 02 დეკემბერი 2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 საათით ადრე მიყვანისა და პროცესის დაგვიანებით დაწყების გამო. 

„3 საათით ადრე მომიყვანეს სასამართლო დარბაზში, სასამართლო დაიწყო 50 წუთის დაგვიანებით. თქვენ ეტყობა ბევრი დრო გაქვთ და მე არ მაქვს ბევრი დრო. მე ვარ უმაღლესი თანამდებობის ერთ-ერთი პირი უკრაინაში, მე ვარ საქართველოში აქტიური პოლიტიკოსი, მე ვარ რეგიონალური პოლიტიკური ლიდერი და მაქვს ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დრო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა თქმით, არ აქვს დრო კომედიებზე ფუჭად დასახარჯად, სადღაც 4 საათით ადრე სარდაფში მოყუჩებისა და კარგად დამწნილებისთვის. 

„მომიყვანეთ ხოლმე დროზე და ყველა გამოცხადდეს დროზე. იმიტომ, რომ ეს არის პირველ რიგში საზოგადოების პატივისცემა, რომელიც გარეთ არის ახლა, რომელიც მონიტორთან არის. ამ ხალხს სჭირდება პატივისცემა და არა ასე მოპყრობა. ძალიან შეეჩვივნენ ვიღაცები საქართველოს საზოგადოებასთან აგდებულად მოპყრობას, რომ საქართველოს საზოგადოება ყველაფერს მიიღებს. მე, როგორც ერთ-ერთი წევრი ქართული საზოგადოების, მართალია უკრაინის მოქალაქე, არ ვიღებ იმას, რომ 4 საათი სადღაც დამაყუდონ, იმის გამო, რომ თქვენთვის ასეა კომფორტული. თქვენ ყველაფერს აკეთებთ ისე, როგორც ხელისუფლებისთვის არის კომფორტული და არა ხალხისთვის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. პიჯაკების საქმე განიხილება, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვას ეხება. პროკურატურის განცხადებით, ეს თანხა 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, არამიზნობრივად დაიხარჯა. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს.

სააკაშვილის განცხადებით, მის მიმართ ბრალდებები შეთითხნილი და სასაცილოა. ექსპრეზიდენტი თავს პუტინის ტყვედ მიიჩნევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]